Wednesday, July 13, 2011

ვაჟა– ბუნების მგოსანი

1.      პროექტის  სახელწოდება: ‘’ვაჟა––ბუნების  მგოსანი’’;
2.      პროექტის  მთავარი  იდეა (თემა): ვაჟა–ფშაველას  ბიოგრაფია,  ბუნება  ვაჟას  შემოქმედებაში;
3.      პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეები  გაეცნობიან  ამ  სასიქადულო  მამულიშვილის, ნიჭიერი  მწერლის  ცხოვრებასა  და  შემოქმედებას,  მის  სულიერ  და  ფიზიკურ  კავშირს  ბუნებასთან.  გაიაზრებენ,  რამდენად  მნიშვნელოვანია  ბუნების  როლი  ზოგადად  ადამიანის  ფორმირებაში  და , კერძოდ,  ვაჟას,  როგორც  საზოგადო  მოღვაწის, მწერლის  ჩამოყალიბებაში;
4.      პროექტის  მიზანი: მოსწავლეები  გამოიკვლევენ  და  შეისწავლიან  ვაჟა–ფშაველას  შემოქმედებაში  ბუნების  თემატიკას, გაეცნობიან  მის  ნაწარმოებებს,  ამოიწერენ  ბუნების  სურათების  გამომხატველ  ეპიზოდებს(შესაბამისი  ილუსტრაციით)  და  გაიაზრებენ  მათს  როლს  კონკრეტულ  ნაწარმოებში.  იმსჯელებენ,  რა  სიმაღლეზე  აიყვანა  ვაჟამ  ბუნება და  რა  მნიშვნელობა  მიანიჭა  თავის  შემოქმედებაში.  დაწვრილებით  გაეცნობიან  ვაჟას  ბიოგრაფიას, მისი  ცხოვრების  ეპიზოდებს,  დააკავშირებენ  ერთმანეთთან  ცხოვრებასა  და  შემოქმედებას,  გააკეთებენ  დასკვნებს.  მოიძიებენ  მასალას  ფშავზე,  როგორც  საქართველოს  ერთ–ერთ  ისტორიულად  მნიშვნელოვან  ნაწილზე.  განიხილავენ  მის  გეოგრაფიულ  მდებარეობას.  მოსწავლეებს  განუვითარდებათ  კომუნიკაბელურობის,  სხვისი  აზრის  მოსმენა–გაზიარების,  მსჯელობის, კრიტიკული  აზროვნების  უნარი.
5.      მოსწავლეთა  ასაკი: მე–8  კლასი;
6.      ვადები/ხანგრძლივობა: 45  დღე.
7.      მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას:  ჩანაწერები,  კედლის  გაზეთი,  ცნობარი,  საკლასო  ლიტერატურული  ჟურნალი,  ვიდეო  და  აუდიო  ჩანაწერები.
8.      პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  მიკროავტობუსი, ფოტოაპარატი, ვიდეოაპარატი, ფორმატისა და თაბახის  ფურცლები, მარკერები, კალმები, რვეულები, ვაჟას  ნაწარმოებთა  კრებული, კრიტიკული  ლიტერატურა;
9.      პროექტის  მსვლელობა: მოსწავლეებს  დავყოფ  ჯგუფებად, მივცემ  სხვადასხვა  დავალებას.  ჯგუფები  მოიძიებენ  ინფორმაციას  ვაჟას  ცხოვრებისა  და  მოღვაწეობის  შესახებ,  მოაწყობენ  ექსკურსიას  ჩარგალში,  გადაიღებენ  სურათებს,  მოამზადებენ  ვიდეო მასალას.
10.  საგნებთან / საგნობრივ  ჯგუფებთან / ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: ისტორია  და  გეოგრაფია;
11.  პროექტის  ხელმძღვანელი: ნონა  კვარიანთაშვილი;
12.  ხელმძღვანელის  ელფოსტა: nkvariantashvili@gmail.com
13.  პროექტის  ვებ–გვერდი / ბლოგი: nkvariantashvili@blogspot.com
                      

No comments:

Post a Comment